დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წითელას ეპიდემიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება.
ამირან გამყრელიძის თქმით, ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ არის, თუმცა ყოველდღიურად 20-25 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
„კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მოსახლეობას მოვუწოდებ, ვინც აცრილი არ არის პოლიკლინიკებში მიბრძანდნენ და აიცრან. ქვეყანაში ვაქცინის მარაგი საკმარისია. წითელას შემთხვევათა 50% მოზრდილებში 20-დან 40 წლის ასაკში გვაქვს. წითელას აცრების გარეშე ვერ შევაჩერებთ. წითელას შეჩერების და პრევენციის ერთადერთი გზა აცრებია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.