მიმდინარე წელი, 50 წლის ჯენიფერ ლოპესისთვის ძალიან დატვირთული და შეიძლება ითქვას, გარდამტეხიც აღმოჩნდა. მსახიობი და მომღერალი ქორწილისთვის ემზადება. ჯეილომ 2019 წელს უამრავი კონცერტი ჩაატარა, წლის ადამიანად დასახელდა, მონაწილეობა ფილმშიც მიიღო და ახლა Super Bowl-ის მომავალი შოუსთვისაც ემზადება.
ვარსკვლავი სპორტდარბაზს ხშირად სტუმრობს და ყოველ ჯერზე, თავისი სრულყოფილი ლუქებით გვაოცებს.
ჯენიფერ ლოპესი იდეალური სხეულის შესანარჩუნებლად უქმეებზეც კი ვარჯიშობს
50 წლის მომღერალი და მსახიობი საოცარ ფორმაში იყო, მას 245 ევროდ შეფასებული თეთრი სპორტულები ამშვენებდა, რომელშიც მისი იდეალური ფიგურა საკმაოდ გამოკვეთილად ჩანდა
ახლა კი, როდესაც სრულიად მსოფლიო დღესასწაულებისთვის ემზადება, ჯეი ლო კვლავაც დაუღალავად ვარჯიშობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი ლუქი, სპორტდარბაზში სადღესასწაულო განწყობას ნამდვილად შეიტანდა.
წითელი, სპორტული ტანისამოსით ვარსკვლავი მაიამის სპორტდარბაზს ეწვია, ფოტოებში მისი საქმრო, ალექს როდრიგესიც მოსჩანს, კადრში მისი მანქანაც ჩანს, რომელიც მის, წითელ, სპორტულ ლუქს, საოცრად უხდება.
https://www.instagram.com/p/B6eDk4GJtBE/?igshid=w5i17kxqiv2i&fbclid=IwAR1qHml3OvCTQcEAmetoRt18f6xEfYFJQp6Az648COmAZTmG6SXnGlkbRME