საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ონლაინ ტრენინგ-კურსს მართავს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პირადი უსაფრთხოების ზომების შესახებ.
საქართველოში მოხალისეობის მსურველებისთვის ხელმისაწვდომია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პირადი უსაფრთხოების ზომების შესახებ შესაბამისი ონლაინ სასწავლო კურსი. აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე https://help.redcross.ge და სათანადო ინსტრუქციების შესრულება. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეავსებთ სავალდებულო ონლაინ კითხვარს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის ომედია ჯგუფს ვებ-გვერდის შესაქმნელად უსასყიდლოდ გაწეული მხარდაჭერისათვის.