LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წითელმა ჯვარმა სოფელ მუხრანში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა

93
wiTeli jvari

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ადგილობრივ ამბულატორიასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მხარდაჭერით, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გახსნა სოფელ მუხრანში.

ვაქცინაციის ყველა მსურველს ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ვაქცინის გაკეთება.

შეგახსენებთ რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასობრივი ვაქცინაციის წარმატებით, ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებაში, რისი ნათელი მაგალითიცაა მცხეთის იმუნიზაციის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩართულია მოსახლეობის დასახმარებლად და მხარდასაჭერად.

ასევე, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე სხვადასხვა მიმართულებით ერთვება ვაქცინაციის პროცესში, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო მასალების გავრცელებასა და კლინიკებში ვაქცინაციის მსურველთა რიგების მართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები