LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითლიძე: „როგორც კი ბიძინა ივანიშვილი მიხვდება, რომ ღარიბაშვილი „გაშავდა“, მოიშორებს, მაგრამ დასვამს კობახიძეს, მდინარაძეს ან კიდევ ვიღაცას მოძებნის“

159
წითლიძე (1)

„უახლოეს პერიოდში პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრა შედგება. ამაში რაღაც განსაკუთრებული არაფერი იმალება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა და თქვა, რომ „სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მოკავშირე ძალიან დიდი ხნის წინ გახდა.“

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, პრეზიდენტსა და რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შორის გუშინ, ორბელიანის სასახლეში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტთან კომუნიკაცია მუდმივად აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებას და ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება.

„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი – მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ „მესიჯბოქსს“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე

„ჩვენ პრეზიდენტთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებას და საქართველოს ევროპულ გზას უკავშირდება.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვქონდა და უახლოეს პერიოდში პრეზიდენტთან ჩვენი შეხვედრა შედგება. ამაში რაღაც განსაკუთრებული არაფერი იმალება.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, ვისაუბრებთ და ახლა საქართველოს პრეზიდენტი პოზიციონირებს სწორედ ასე, არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც რეალურად, ევროპულ არჩევანს იცავს.

ყველა ასეთი ადამიანი ჩვენთვის არის ღირებული და ყველა ასეთ ადამიანთან ვილაპარაკებთ. ვეცდებით, რომ ყველამ ერთად გზა გამოვნახოთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“, – განაცხადა წითლიძემ.

„კი ბატონო, დავუჭერ მხარს პრემიერის იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატო შევდივართ, ამას ვერ ვხვდები“ – ალეკო ელისაშვილი

დასმულ კითხვაზე, ხომ არ ხდება ნელ-ნელა პრეზიდენტი ოპოზიციის მოკავშირე, ანა წითლიძემ უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მოკავშირე ძალიან დიდი ხნის წინ გახდა.

„პრეზიდენტი ოპოზიციის მოკავშირე ძალიან დიდი ხნის წინ გახდა რეალურად, ოღონდ არა იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოაჩინოს.

„ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს ყველა მოქალაქე, თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, ვინც რეალურად იტყვის, რომ ეს ქვეყანა „ქართული ოცნების“ პირობებში სტატუსს დაკარგავს და ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობს, ყველა „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელია.

გახსოვთ, რა „მესიჯი“ აქვთ მათ, რაც ერთი ერთში არის რუსულ პროპაგანდასთან. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტზე, რომელიც 2018 წელს ღირსეული და პრინციპული არჩევანი იყო „ქართული ოცნებისთვის“.

ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

შემდეგ პრეზიდენტის პოზიცია მათთვის პრობლემა გახდა, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ უღირსი კამპანია დაიწყეს. „ქართული ოცნება“ ამით უპირისპირდება ყველა იმ ადამიანს, ვისი არჩევანიც არის საქართველოს ევროპული მომავალი“, – განაცხადა წითლიძემ.

ხაბეიშვილი: „ღარიბაშვილი არათუ უნდა გადადგეს და მერე წულუკიანით ან კობახიძით ჩანაცვლდეს, არამედ უნდა იყოს დაკავებული“

„კიდევ ერთი მუხლი ძალიან უხდება და ესადაგება - ესაა სახელმწიფოს ღალატი და შეიძლება როგორც რუსეთის ჯაშუში, ასეც მოხდეს მომავალში მისი გასამართლება“, - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტთან შეხვედრა არ იქნება პირველი და არც უკანასკნელი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს, წითლიძე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესზე მხარის არდაჭერა და სააკაშვილის შეწყალების თემა ერთმანეთს არ უკავშირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად ჩემი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის. ამ ორ საკითხს მე ერთმანეთს არ დავუკავშირებ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მკაფიოდ თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ვფიქრობთ, მაშინ, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, ყველა მსგავსი ქმედება აზიანებს ამ პროცესს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარის დაჭერა სხვა არაფერია, თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე საბოტაჟი. ეს არანაირად არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს.

ეს საკითხები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, თუმცა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის მე პირად საუბრებში სალომე ზურაბიშვილისთვის, მაშინ, როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების ბერკეტი ხელში სალომე ზურაბიშვილს უჭირავს და მან ამ პერსპექტივიდან უნდა შეხედოს ამ პროცესს“, – განაცხადა წითლიძემ.

„კი ბატონო, დავუჭერ მხარს პრემიერის იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატო შევდივართ, ამას ვერ ვხვდები“ – ალეკო ელისაშვილი

. ელისაშვილის თქმით, უკეთესი იქნება, ღარიბაშვილი პარლამენტში მოიწვიონ და „ჩარტერის“ თაობაზე კითხვები დაუსვან.

ამასთან, მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ ყველა მსგავს ინიციატივას მხარს დავუჭერთ. იგივე პრემიერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, თუმცა, ვფიქრობთ, არ აქვს მნიშვნელობა ღარიბაშვილი იქნება პრემიერი თუ კობახიძე, როგორც კი მიხვდება ბიძინა ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი ისე „გაშავდა“, მისი გათეთრება არის შეუძლებელი, როგორც ერთხელ მოიშორა კორუფციის გამო, ისე მოიშორებს.

„თუ პრემიერმა გადაიხადა, ვნახოთ მისი დეკლარაცია, თავი ძლივს გააქვს, მამამისი უხდის ფულს – იმდენად შეერყა რეპუტაცია, „ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით?“ – იაგო ხვიჩია

მაგალითად, დასვამს ახლა კობახიძეს, მდინარაძეს, კიდევ ვიღაცას მოძებნის. მიზანი არის ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა მოვაშოროთ და მმართველობაში აღარ იყოს. ღარიბაშვილის მსგავს მარიონეტს ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოძებნის“. – განაცხადა წითლიძემ.

გიორგი ვაშაძე – ირაკლი ღარიბაშვილს წლის ბოლომდე გადააყენებენ – ახალ წლამდე ვერ მიაღწევს

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g