LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითლიძე: სადაც ჭიაბერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა უნდა, ბარემ ჩემი მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას

116
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-11-27T175713.124

2016 წელს ენმ-დან ღალატით წასულ და ენმ დანგრევის გეგმაში მონაწილე ჭიაბერაშვილს, მისივე ვერ დანგრეული ენმ-ს თავმჯდომარეობა უნდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე „ფეისბუკში“ წერს.

ასე ეხმაურება ანა წითლიძე „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ მას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს“.

„სადაც ჭიაბერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარეობა უნდა, ბარემ ჩემი მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას. ისეთი უტიფრობის მწვერვალია, ცინიზმი თუ გადაგვარჩენს“, – წერს წითლიძე.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ტვ ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე – აპირებს თუ არა ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის  არჩევნებში მონაწილეობას, უპასუხა, რომ „ამაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს“.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს – დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი” – ბაჩო დოლიძე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე

magti 5g