„გეუხერხულებათ მოღალატეებს რომ გეძახიან? არ გადამრიოთ – კობახიძეს რომ ჰგონია, შეუძლია მთელი საქართველო „დაიკიდოს“ და მაინც ის გააკეთოს, რაც თვითონ უნდა, ქუჩაში ვერ გავა, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება, რადგან ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს ქვეყნის ღალატის გამო“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ წითლიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ მოღალატეების სახელი მათ შთამომავლობას გაჰყვება.
„რადგან თავმჯდომარე შენიშვნებს იძლევა, კითხვა დასვით, აზრი არ გამოხატოთო, რიტორიკულ კითხვას დავსვამ – გეუხერხულებათ მოღალატეებს რომ გეძახიან? – არ გადამრიოთ.
მოღალატეები ხართ ყველა, ვინც აქ ზიხართ და ასე ჩუმად გამოიტანეთ ეს კანონი, თქვენ ხართ პრორუსი მოღალატეები. არა მხოლოდ თქვენ, თქვენს შთამომავლობას გაჰყვება მოღალატეების სახელი და ამას უნდა შეეგუოთ.
ვიდეო: „არა ამ ქვეყნის გარუსებას‼️ სულ რაღაც 15 წუთში შეიკრიბა ხალხი! დაწერეთ, შეატყობინეთ სხვებს და ახლავე მოდით პარლამენტთან ‼️“
„ლელოს“ ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი, ირაკლი კუპრაძე, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ და „აგენტების კანონის“ მიღება გააპროტესტონ:
ასევე უნდა შეეგუოთ იმას, ბატონო კობახიძე რომ ზის, ხელებს რომ შლის, მაგარი ბიჭი რომ ჰგონია თავი და რომ ჰგონია, შეუძლია მთელი საქართველო „დაიკიდოს“ და მაინც ის გააკეთოს, რაც თვითონ უნდა, ქუჩაში ვერ გავა, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნება, რადგან ქართველი ხალხისგან მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს ქვეყნის ღალატის გამო და იმის გამო, რომ რასაც თქვენ ახალ აკეთებთ არის ის, რასაც ეს ქვეყანა არავის არასდროს აპატიებს და არ გაპატიებთ თქვენ.
ვიდეო: „მოღალატე შენა ხარ..“ – მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაგინა
ამიტომ, შეეგუეთ, რომ ხართ მონები და პრორუსი მოღალატეები.“ – განაცხადა ანა წითლიძემ.