LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითლიძე წილოსანს: სანამ ამ სისულელეებს ილაპარაკებს, შევახსენებ, რომ საჯარო სკოლაში მოსწავლეების 77% შიმშილობს

315
წითლიძე და ნინო წილოსანი

„მე შევახსენებ ნინო წილოსანს, რომ უმრავლესობის წევრია და ის სააკაშვილის ჯილდოებზე კი არ უნდა წუხდეს, არამედ იმაზე უნდა დარდობდეს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში, სკოლებში ბავშვთა კვება ძალიან დიდი პრობლემაა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებებს უპასუხა.

როგორც წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მოახერხა და საქართველოს ხელისუფლებას, მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ნიღაბი ჩამოახია:

„სააკაშვილის რეპრესიები 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს ედრება.. მინდა ვკითხო ადამიანებს პოლონეთში, ნორვეგიაში, საერთოდ რამე ღირებულება გააჩნიათ?!“ – ნინო წილოსანი

„მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აღიარება თქვენი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური განაჩენია. დაუძლურებული, დასუსტებული, თქვენ მიერ მოწამლული, ციხიდან ახერხებს იმას, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნიღაბი ჩამოგახიათ.

ამიტომაც, დღეს, თქვენ, რაიმე რესურსი რომ გქონდეთ, პოლონელებსა და ნორვეგიელებს კი არ უნდა უწუნებდეთ ღირებულებებს, არამედ იმაზე უნდა საუბრობდეთ, რომ თქვენი მმართველობის 11 წლის განმავლობაში საქართველო ასეთი გაუბედურებული არასდროს ყოფილა.

საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა, როდესაც ჩვენმა სტრატეგიულ პარტნიორებმა მოსამართლეები დაასანქცირა, არასოდეს არ ყოფილა ამ ქვეყანაში კორუფციის ის მასშტაბი რაც დღეს არის და ამ ქვეყანას არასოდეს ჰყოლია ისეთი პრორუსი ხელისუფლება, როგორიც თქვენ ხართ.

ამას არა ჩვენ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება გეუბნებათ. სანამ ამ სისულელეებს ილაპარაკებს ქალბატონი ნინო წილოსანი, მე შევახსენებ, რომ უმრავლესობის წევრი არის და უმრავლესობის წევრი სააკაშვილის ჯილდოებზე კი არ უნდა წუხდეს, იმაზე უნდა დარდობდეს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ბავშვთა კვება ამ ქვეყანაში სკოლებში ძალიან დიდი პრობლემაა.

მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს პრიზი გადაეცა – ჯილდო სიმბოლურად მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს

კვლევების თანახმად, მოსწავლეების 77% საჯარო სკოლაში შიმშილობს. კარგი იქნება, თუ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები წალენჯიხას მიჰბაძავენ და უფასო კვების საკითხს პრიორიტეტულს გახდიან.“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

„თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის“ – სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „პრომეთეს ჯილდო” გადაეცემა

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g