„მე მინდა ვკითხო, რა არის საქართველო მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის გადასცა ჯილდო, მაშინ, როდესაც ეს პერსონა წლების განმავლობაში, თითოეული ადამიანის ყველა უფლებას ფეხქვეშ თელავდა“, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
წილოსანმა პლენარულ სხდომაზე იგივე შეკითხვა პოლონეთთან მიმართებითაც დასვა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტმა „რუსეთთან ომის დაწყებას ხელი მოაწერა“:
მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს პრიზი გადაეცა - ჯილდო სიმბოლურად მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს
მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს პრიზი გადაეცა - ჯილდო სიმბოლურად მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს
„ვკითხო ადამიანებს პოლონეთში, რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილს რუსეთთან ბრძოლისთვის აჯილდოებთ, მაშინ, როდესაც ამ პერსონას ყველაფერი, რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, გადასცა რუსეთს.
ახალი ტერიტორიები ჩააბარა ოკუპანტს და ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს მხრიდან, რუსეთთან ომის დაწყებას მოაწერა ხელი.
ამ ადამიანებს საერთოდ რამე ღირებულება გააჩნიათ?! მათთვის ჩვენი ხალხის ღირსებას, უფლებებს, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას, მათ ამ კვაზი ჯილდოებით ხაზი გადაუსვეს სააკაშვილის რეჟიმით დაზარალებულ ყველა ადამიანს…
მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო, საგარეომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა
ამ ჯილდოების გადაცემით მხოლოდ ხელი შეაშველეს სააკაშვილის მილიონ-დოლარიან კამპანიას თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას…
თუ ვინმე იცნობთ საქართველოს ისტორიას მილიონდოლარიანი ასწლეულის, ალბათ დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს.“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.