LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ახალ ფუნქციას ამატებს – ავიაკომპანია ბილეთების გაიაფების, ან გაძვირების შესახებ პირადად მოგწერთ

102
ipiccy-image

Wizz Air მობილურ აპლიკაციაში ახალ ფუნქციას ამატებს, რომელიც ავიაკომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გააქტიურონ ფასების შეტყობინებები მათთვის საინტერესო ფრენებზე.

ამ ახალი დამატებითი ფუნქციონალის საშუალებით, აპლიკაციაში დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ იმ ხუთ ფრენაზე, რომლის დაჯავშნითაც არიან დაინტერესებულები, გამოიწერონ ფასების შეტყობინებები. ეს ფუნქცია ავტომატურად მიაწოდებს ინფორმაციას მომხმარებლებს ბილეთების ფასების გაზრდის, ან შემცირების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწრაფი დაჯავშნა იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები მოულოდნელად დაიწყებს ზრდას, ან ისარგებლებენ Wizz Air– ის კიდევ უფრო შემცირებული ფასებით.

როგორც “ავიანიუსი” იუწყება, ფასების შეტყობინების გასააქტიურებლად, მომხმარებლებმა უბრალოდ უნდა გადმოწერონ Wizz Air- ის აპლიკაცია, და ანგარიშის განყოფილებაში, ფრენის ძებნის შემდეგ, გააქტიურონ ღილაკი “ფასების შეტყობინებები”. შეტყობინებები მომხმარებელთან დღეში ერთხელ, ე.წ. Push Notification ფორმით იგზავნება და ფრენის დაწყენისთანავე, ავტომატურად იშლება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g