LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის ავიაბილეთები კიდევ უფრო გაიაფდება

67
E405E85A-09D7-49A0-96D4-D9E81714A6B6-w1597-n-r1-st

ავიაკომპანია Wizz Air-ში ავიაბილეთებზე ფასების შემცირებას პროგნოზირებენ, რაც მომატებული მიწოდებისა და დაბალი მოთხოვნის ფონზე მოხდება. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.

Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი აცხადებს, რომ უახლოეს ხანებში, ავიაბილეთებზე ფასები კლებას დაიწყებს, რადგანაც მიწოდება მოთხოვნას აღემატება. ამ ფონზე კი, ავიაკომპანია შეეცდება, ფული დამატებით მომსახურებებზე გამოიმუშაოს, რაც დღეს შემოსავლის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ვარადის თქმით, Wizz Air-ის შემოსავლის ნახევარზე მეტი არა ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული თანხები, არამედ ბარგის, ბორტზე კვების, პრიორიტეტული ჩასხდომის და სხვა დამატებითი სერვისებიდან მიღებული თანხებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g