დღეიდან, Wizz Air-ის ბაზა უკვე ქუთაისშია. ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით შეასრულებს:
? მილანი
? პრაღა
? ათენი
? სალონიკი
? ლარნაკა
? მემინგენი
პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესულდება.