Wizz Air საქართველოს მიმართულებით ფრენებს, სავარაუდოდ, აპრილიდან განაახლებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია განაცხადა.
„უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air მზად არის, ფრენები აპრილიდან განაახლოს. სწორედ ამ დროს იქნება ბოლო სტადიაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაც”,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მიმდინარე წელს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, კერძოდ, Ryanair საქართველოში ფრენებს არ აღადგენს.
„კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ მიმზიდველი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა, ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც COVID-19-ს უკავშირდებოდა,”- აცხადებენ ავიაკომპანიაში.
