LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ნელ-ნელა პირველობას უახლოვდება, Turkish Airlines – კი კვლავ ქართული ავიაბაზრის ლიდერია: ვინ რამდენი მგზავრი გადაიყვანა

82
Airbus A340 landing at dusk at Vancouver international airport.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქართული ავიაბაზრის ლიდერი კომპანიები დაასახელა.

სააგენტოს ცნობითვე, 2022 წლის I კვარტალის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 700 200 მგზავრს მოემსახურა, რაც 565%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.

რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია:

  1. ავიაკომპანია Turkish Airlines – 90 258 მგზავრი 13%;

  2. ავიაკომპანია Wizz Air Hungary – 89 442 მგზავრი 13%;

  3. ავიაკომპანია Pegasus – 70 470 მგზავრი 10%;

  4. ავიაკომპანია Fly Dubai – 50 947 მგზავრი 7%;

  5. ავიაკომპანია Belavia – 49 877 მგზავრი 7%;

  6. ავიაკომპანია Azerbaijan Airlines – 27 866 მგზავრი 4%;

  7. ავიაკომპანია Israir – 27 502 მგზავრი 4%

  8. ავიაკომპანია Georgian Airways – 22 569 მგზავრი 3%;

  9. ავიაკომპანია SkyUp Airlines – 21 884 მგზავრი 3%;

  10. ავიაკომპანია Bees Airline – 21 399 მგზავრი 3%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g