LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air საქართველოს მიმართულებით გეგმებზე სასაუბროდ ემზადება

163
Wizz-Air-1200x800

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ზაფხულისთვის ემზადება და მომხმარებლებსაც იგივეს ურჩევს. ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით გეგმებს, სავარაუდოდ, 18 მარტს დაანონსებს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.

როგორც Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო აცხადებს, მგზავრებს სასურველი მიმართულებით ფრენა მაშინ შეეძლებათ, როცა ავიაკომპანიას ამის საშუალებას რეგულაციები მისცემს. “ავიანიუსის” ცნობითვე, მომხმარებლებს ბილეთის შეძენა WIZZ flex-ით შეუძლიათ, რაც თარიღის შეცვლის, ან რეისის გაუქმების შემთხვევაში, თანხის დაბრუნების საშუალებას იძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები