LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ვენის, ბუდაპეშტისა და ვროცლავის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს

78
wizz-air-990x556

ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი- ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან — 26 ივნისს, ხოლო ვენიდან 29 ივნისს განახორციელებს.

სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g