LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WizzAir ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს

43

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავსტრიაში, ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს .

როგორც უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიამ ვენის აეროპორტში ახალი ბაზა გახსნა და აქედან 17 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს, მათ შორისაა ქუთაისი.

ცნობისთვის, WizzAir-ის ვებგვერდზე ქუთაისი-ვენის ავიაბილეთების შეძენა 2018 წლის 15 ნოემბრიდანაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქუთაისიდან 19 მიმართულებით ხორციელდება ფრენები, ვენა კი მეოცე მიმართულება იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები