მოდელი მარიამ კეკუა, რომელიც ფართო საზოგადოებამ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის შეყვარებულის სტატუსით გაიცნო სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია, რომ მარიამი პარიზის ოლიმპიადაზე ლაშას საგულშემატკივროდ იყო წასული.
ასევე საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის მარიამი და ლაშა ერთად აღარ არიან.
მოდელი გამომწერების კითხვებს პასუხობს, რომელთაგან ერთ-ერთი ასე ჟღერდა:
ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
„ახლა ვარ ცხოვრების საუკეთესო ეტაპზე. ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით ყოფნას თურმე საერთოდ არ იმსახურებდნენ თავისით იფილტრებიან. ოღონდ ისე რომ ტვინი რაღაც ტყუილებით აქვთ გამოძეძგილი. ყველაზე მეტად მამშვიდებს ეგ ფაქტი. მათ, რომლებმაც წლები გაატარეს ჩემთან ერთად, თუმცა თურმე ვერ გამიცნეს როგორი ვარ. აი, ზუსტად მაგათ მაშორებს სამყარო“, – წერს მარიამ კეკუა.
„შენ ისეთი კარგი ხარ, თვით ზღაპარი ხარ“ – ლაშა ბექაურის შეყვარებულის უსაყვარლესი ვიდეო
ლაშა ბექაურის რჩეულის საუკეთესო ფოტოსესიები „ინსტაგრამიდან“ – მარიამ კეკუა სამოდელო კარიერას იკეთებს

