LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლევანდელ „გრემიზე“ წარდგენილი რამდენიმე მუსიკოსი საქართველოს ჯაზფესტივალებს სტუმრობდა

107

თბილისისა და ბათუმის ჯაზფესტივალებს პლანეტის საუკეთესო და წარმატებული არტისტები რომ სტუმრობენ, ეს ახალი ამბავი არ არის. „ისთერნ პრომოუშენი“ ცდილობს, რომ ჯაზფესტივალებზე განსაკუთრებული მუსიკოსები მოიწვიოს, როგორც ცნობილი არტისტები, ასევე იმ კონკრეტულ მომენტში პოპულარული შემსრულებლები, რომლებიც საინტერესო მუსიკას ქმნიან და ისეთი პრესტიჟული ჯილდოს ყურადღების ცენტრში ხვდებიან, როგორიც „გრემია“.

წელს „გრემის“ ნომინანტების სია უკვე გამოქვეყნდა. მათ შორისაა საუკეთესო საუნდთრექზე წარდგენილი პროექტი „Miles Ahead“, რომელიც, შესანიშნავი მუსიკოსების მონაწილეობით, გასულ ბათუმის ჯაზფესტივალზე მოვისმინეთ.

გარდა ამისა, ამავე ფესტივალზე, ზაფხულში, გვქონდა საშუალება, გვენახა და მოგვესმინა ახალგაზრდა მუსიკალური გენიოსისთვის, რომელიც მრავალ ინსტრუმენტზე უკრავს და გამორჩეული არანჟირებების ავტორი გახლავთ. ჯეკობ კოლიერი წლევანდელ „გრემიზე“ სწორედ საუკეთესო არანჟირების კატეგორიაშია წარდგენილი ნამუშევრით – You and I. მის კარიერაზე ქუინსი ჯონსი ზრუნავს. სწორედ მისი საღამოს ფარგლებში გამოვიდა ის ბათუმის ჯაზფესტივალზეც.

კიდევ ერთი არტისტი, რომელმაც ნოემბერში გამართული თბილისის ჯაზფესტივალი დახურა, გრეგორი პორტერია. პორტერი თანამედროვე ჯაზსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხმითა და რეპერტუარით გამოირჩევა. მისი ალბომი „Take Me To The Alley“ საუკეთესო ჯაზალბომის კატეგორიაში დასახელდა ხუთ საუკეთესოს შორის. ამ ალბომიდან რამდენიმე სიმღერა ქართველმა მსმენელმა მოისმინა და ამ კონცერტით ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო.

შემდეგი ჯაზფესტივალების პროგრამა უკვე დგება და დაგვერწმუნეთ, იქ არანაკლებ საინტერესო შემსრულებლებს ნახავთ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g