LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლევანდელი თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და Covid Free გარემო, რომელსაც მისულ სტუმრებს შესთავაზებენ

4689
jazzfestival5

6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ,  ტრიოსთან ერთად.

წლევანდელი ჯაზფესტივალის მასპინძელია  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. რიგით 24-ე ჯაზფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად.  მომდევნო საფესტივალოს დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს  მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება.

კონცერტების დაწყებამდე, ჯაზფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია – არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ.

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება.

მიხეილ გიორგაძე, „ისთერნ ფრომოუშენსის“ წარმომადგენელი:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად ამ ძალიან რთული მდგომარეობისა, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ თამასას არ ვაგდებთ და ნებისმიერი ევროპული ჯაზფესტივალებისთვის შესაშური პროგრამის შექმნა მოვახერხეთ, იმ ვარსკვლავების სახით, რომლებიც საქართველოში თბილისის ჯაზფესტივალზე ჩამოვლენ.

წინა წელს, მიუხედავად პანდემიისა, სამივე ტრადიციული ფესტივალი სამაგალითოდ ჩაატარა, ვგულისხმობ რეგულაციების დაცვას. წელს, როდესაც ყველაფერი ნელ-ნელა იხსნება, ფესტივალები კიდევ უფრო მეტად გაიჟღერებს და მეტი რეზონანსი ექნება როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის პრომოუშენისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ საერთაშორისო ღონისძიებები არ ჩერდება, მაგრამ იმართება რეგულაციების დაცვით, როგორც წესი და რიგია.

წელს ფესტივალი იქნება Covid Free, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმარს უნდა ჰქონდეს ან აცრის დამდასტურებელი საბუთი, ან პისიარის ნეგატიური პასუხის საბუთი. ვინც ეს ვერ მოახერხა, დამატებით სერვისს სწრაფი ტესტის სახით ადგილზე შევთავაზებთ უფასოდ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გარემო იყოს სრულიად დაცული.

ღონისძიება გაიმართება 6-8 ივლისს, ეროვნული მუზეუმის ეზოში, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ღია სივრცეა. გარდა ამისა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმაღლეს ფლაგმანს, როგორიც ეროვნული მუზეუმია, ამ აკადემიურ სივრცეს, ძალიან მოუხდება მაღალი დონის ვარსკვლავების კონცერტები რაც შეეხება დამსწრეთა რაოდენობას, ვიხელმძღვანილებთ იმ მომენტისთვის დასაშვები რაოდენობით.

თბილისის რიგით 24- ჯაზფესტივალის ოფიციალური სპონსორია ვიზა;

ფესტივალის პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო;

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია;

მედიამხარდამჭერები: იმედი, მარკეტერი, რადიო ფორტუნა, ალმა.

ფესტივალის მონაწილეების მასპინძელია სასტუმროშერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“,

რესტორნებიშავი ლომიდანინიას ბაღი“.

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.

მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g