დღეს საქართველოში COVID – 19-ით ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდაა და მთავრობა ამისთვის მზად არის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერი ამბობს, საქართველოში წლის ბოლომდე უნდა შეგვეძლოს 10 000 PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში.
“ჩვენი ამოცანა არის, რომ წლის ბოლომდე საქართველოში უნდა შეგვეძლოს 10 000 PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 879 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 704, გარდაიცვალა 14 ადამიანი.