LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ, აქ მყოფი ბავშვებისთვის 3 ალტერნატიული სახლის რემონტი უკვე მიმდინარეობს: ბარკალაია

75
თამარ ბარკალაია

მიმდინარე წლის ბოლოს, კოჯრის ბავშვთა სახლი დაიხურება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ 3 ალტერნატიული სახლის რემონტი უკვე მიმდინარეობს.

როგორც ბარკალაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოჯრის ბავშვთა სახლის მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა ბენეფიციარებზე ძალადობის კონკრეტული შემთხვევები დადასტურებული არ არის:

“კოჯრის ბავშვთა სახლი, ისევე როგორც ყველა დიდი ზომის დაწესებულება, დეინსტიტუციონალიზაციას შეესაბამება. ჩვენ წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთო ვხურავთ. უკვე მიმდინარეობს 3 ალტერნატიული სახლის რემონტი იმ ბავშვებისათვის, რომლებიც დღეს კოჯორში იმყოფებიან.

ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, კვლევას აგრძელებს, თუმცა ასეთი კონკრეტული შემთხვევები ბავშვებზე ძალადობის, ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.” – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სოციალური მუშაკები ნინოწმინდის პანსიონში მუშაობას გააგრძელებენ, ვიდრე ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია არ მოხდება: ბარკალაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g