LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლოსთვის ყველა ლუქსემბურგელი მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიას მოიხმარს

130
thumb_1024x663_solar-pane-install-11zon

ქარისა და მზის ენერგია ლუქსემბურგის მაცხოვრებელთა ყველა მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებს, თანაც უკვე წლის ბოლოსთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა.

ამ დროისთვის განახლებადი ენერგიები ქვეყნის მოსახლეობის მესამედს უზრუნველყოფს (210 ათას ადამიანს). ცოტა ხანში კი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ეკოლოგიური სადგურები მოეწყობა და „მწვანე“ ენერგიით ყველა სახლსა და ბინას უზრუნველყოფს.

2030 წლიდან ლუქსემბურგი სუფთა ენერგიის მოხმარებას გაზრდის სხვა სფეროებშიც: მაგალითად, ტრანსპორტსა და წარმოებაში. ამასთან, მზისა და ქარის ფერმების მოწყობა საკმაოდ დიდ ტერიტორიებს მოითხოვს, ქვეყნის მთელი ფართობი კი მხოლოდ 2,5 ათასი კვადრატული კილომეტრია.

ამიტომ, ლუქსემბურგის პარლამენტმა ეს საკითხი უკვე მოაგვარა, „მწვანე“ ენერგიის ნაწილს ისინი დანიისგან მიიღებენ. ორმა ქვეყანამ შეთანხმებას ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები