ლოს–ანჯელესის ერთ–ერთ რაიონში წლის ყველაზე ძვირადღირებული ძარცვა დაფიქსირდა. უცნობი პირი თეთრი ფერის ტესლაში მოკალათდა და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტომობილის მფლობელს გასაღები დაუვარდა და გამტაცებელმა შემთხვევით ისარგებლა.
ეს შემთხვევა არაფრით იქნებოდა განსხვავებული, რომ არა ის ფაქტი რომ ავტომობილის სალონში უიშვიათესი, 310 წლის ვიოლინო იყო მოთავსებული. ინსტრუმენტის სავარაუდო ღირებულება მილიონი დოლარია, ასე რომ ტესლასთან ერთად ზარალის ფასი საკმაოდ მაღალი გამოდის.
გამტაცებელი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ რამხელა საგანძურს იპარავდა. საქმე ისაა, რომ ტესლა არა ვიოლინოს პატრონს, არამედ გადამყიდველ რონალდ ვაინშტეინს ეკუთვნოდა, გატაცების დღეს რონალდმა რელიქვია საცავიდან წამოიღო რათა უფრო სანდო ადგილას შეენახა.
გზად მან სახლში შეირბინა და პარკირების დროს შემთხვევით ჯიბიდან გასაღები ამოუვარდა. მამაკაცმა სახლში ზუსტად რამდენიმე წუთი გაატარა, თუმცა ეს დრო სრულებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ აღარც ავტომობილი და აღარც ვიოლინო აღარ დახვედროდა.
Los Angeles Times–ის ინფორმაციით, გამოძიებაში ფედერალური ბიურო უკვე ჩაერთო და ისინი არა „ტესლას“ არამედ ინსტრუმენტის პოვნას ცდილობენ.
თავის მხრივ ვაინშტეინმა ვიოლინოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის ჯილდო – 25 ათასი დოლარი დააწესა.