LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის მთავარ ტექნოლოგიურ კონფერენციამდე ერთი დღე რჩება

428
თიბისი

ხვალ, 4 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანი ტექნოლოგიური კომუნის გაძლიერება და ინსპირაციაა ცვლილებების ლიდერებისთვის. თიბისი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს კონფერენციას და მასში წამყანი ტექნოლოგიური კომპანიის სტატუსით მონაწილეობს.  

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება, რომლის ფარგლებშიც IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ.     

წელს კონფერენციას 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მოწვეული უცხოელი გამომსვლელები.

ღონისძიების წლევანდელი ფოკუსი სამი ძირათი თემის გარშემო იქნება, ესენია: FinOps, ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და AI.  

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება  ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილის იური სემენიხინის მიერ, რომელიც გააზიარებს ბანკის ხედვას და გამოცდილებას, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე.

ასევე, კონფერენციაზე თიბისი წარმოდგენილი იქნება მონაცემთა ანალიზის გუნდიდან ორი წარმომადგენლით: მანანა ქირია და ლაშა ფანცხავა, რომლებიც MSOps და AI თემას წაიყვანენ.

თუ ტექნოლოგიების სფეროში ხართ დასაქმებული და უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებსა და გადაწყვეტებში გარკვევა გსურთ, ასევე გსურთ, გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 4 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები