Tesla Model 3-მა ლიდერთა რეიტინგში რამდენიმე პოზიცია დაკარგა
ამერიკულმა გამოცემა Consumer Reports-მა საუკეთესო საავტომობილო ბრენდების მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის შედგენისას სპეციალისტებმა 50-ზე მეტი ცდა ჩაატარეს და თითოეული მოდელის მოძრაობის ხარისხი, დამუხრუჭება, მართვა, კომფორტი, უსაფრთხოება და საწვავის ხარჯვის ეკონომიურობა შეამოწმეს. შემდეგ მფლობელები გამოჰკითხეს და ყველაფრის გათვალისწინებით ავტომობილებს საბოლოო ქულები დაუწერეს.
წლევანდელი რეიტინგის მთავარი სიურპრიზი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ Tesla-მ ერთდროულად 7 პოზიცია დაკარგა და 23-ე ადგილიდან 32-ზე გადაინაცვლა.
ეს კი ბრენდისთვის ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. ამასთან, სედანი Model 3 ელექტროქარების რეიტინგშიც აღარაა ლიდერი და სიაში პირველ ადგილს კროსოვერი Ford Mustang Mach-e იკავებს. ექსპერტებმა ეს უკანასკნელი ნაკლებად პრობლემურ და შედარებით სანდო მოდელად შეაფასეს. გარდა ამისა, ელექტრონულ მუსტანგს პირველი პოზიცია საუკეთესო მახასიათებლების გამოც აქვს გარანტირებული.
„ტესლას“ შესახებ ექსპერტთა შთაბეჭდილება გააფუჭა განახლებული მოდელების საჭემაც, რომელსაც მათ მოხმარებისას ძალიან რთული უწოდეს.