LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის სკანდალის შემდეგ ჯონ ტრავოლტა პირველად გამოჩნდა – ელვის პრესლის შვილიშვილი ჯონ ტრავოლტას უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური დედა აღმოჩნდა?

615
page

ჯონ ტრავოლტა პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც მისი სახელი ელვის პრესლის ოჯახის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავაში გაჟღერდა.

ამ სკანდალური ამბების შემდეგ, ჰოლივუდის 71 წლის ვარსკვლავი ნიუ-იორკის აეროპორტში დააფიქსირეს, სადაც ის კერძო თვითმფრინავში ავიდა.

ცნობისთვის, სარჩელი, რომელიც 16 დეკემბერს იქნა წარდგენილი, პრისცილა პრესლის და მისი ვაჟის, ნავარნე გარიბალდი გარსიას წინააღმდეგ არის მიმართული. დოკუმენტში მოცემულია რიგი ხმაურიანი განცხადებები, რომლებიც მთლიანად მესამე პირების სავარაუდო მონათხრობებს ეფუძნება.

ელვის პრესლის შვილიშვილი ჯონ ტრავოლტას უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური დედა აღმოჩნდა? – უჩვეულო ისტორია და ჰოლივუდი დიდი სკანდალის წინაშე

დოკუმენტების თანახმად, ელვის პრესლის შვილიშვილი, მსახიობი, რაილი კიო, შესაძლოა ჯონ ტრავოლტასა და მისი გარდაცვლილი მეუღლის, კელი პრესტონის, უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური დედა იყოს. ტრავოლტამ და პრესტონმა დონორი კვერცხუჯრედის გამოყენება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2009 წელს ტრაგიკულად დაკარგეს ვაჟი, ჯეტი. წყაროს მტკიცებით, დონორი სწორედ რაილი კიო გახდა, რის შედეგადაც 2010 წელს ბენჯამინი დაიბადა.

კიომ დონორობის სანაცვლოდ ფინანსური ანაზღაურება და ძვირადღირებული ავტომობილი მიიღო. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ სასამართლო დოკუმენტებში ფიგურირებს და არც რაილი კიოსა და არც ჯონ ტრავოლტას მხრიდან ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ისტორია განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას იძენს იმის გამოც, რომ ბენჯამინ ტრავოლტას იგივე სახელი ჰქვია, რაც რაილი კიოს ძმას, ლიზა მარია პრესლის ვაჟს, რომელმაც 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მიუხედავად გახმაურებული ბრალდებებისა, საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მსოფლიო ელოდება, დადასტურდება თუ არა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და სენსიტიური ისტორია ცნობილ ოჯახებს შორის.

ელვის პრესლის შვილიშვილმა ბებიას სასამართლო დავა მოუგო და შეურიგდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები