LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წმინდა ცეცხლი საქართველოშია

134
BeFunky-collage - 2023-04-16T005431.597

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. ცეცხლი თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიტანეს, რომელსაც აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.

ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

ტრადიციულად, წმინდა ცეცხლი განაწილდება საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში.

ცნობისთვის, წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები