LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ

204

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ. როგორც აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განაცხადეს, თელ-ავივიდან თბილისში თვითმფრინავი 23:55 საათზე ჩამოფრინდება.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები ჩამოიტანენ.

წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

სააღდგომო ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება.

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.