LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

121
fot

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლი საქართველოში, აღდგომის ღამეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დროს, ყველა ტაძარში გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები