LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელი 13 წლის პალესტინელია

131
_128444922_ee0d9f4f944cf1b7dcfd0ba9de9ea5e41eadd83e

იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო მამა-შვილმა: 59 და 20 წლის მამაკაცებმა.

პოლიციის თქმით, თავდამსხმელი აღმოსვლეთ იერუსალიმის მცხოვრები, 13 წლის პალესტინელია. ის შეიარაღებულმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი – დაშავდა.

თავდასხმა იერუსალიმის სინაგოგაში: დაიღუპა შვიდი და დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი

მედიის ცნობით, ნევე-იაკოვში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ. ლიკვიდირებულია თავდამსხმელი. მას სამართალდამცავებმა ცეცხლი გაქცევის მცდელობისას გაუხსნეს.

თავდასხმა იერუსალიმის სინაგოგაში: დაიღუპა შვიდი და დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები