LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა იერუსალიმის სინაგოგაში: დაიღუპა შვიდი და დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი

154
Untitled design (3)

იერუსალიმში სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ მოხდა, უცნობმა პირმა ცეცხლი სინაგოგაში მლოცველებს გაუხსნა.

თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.

ისრაელის პოლიციის კომისარმა კობი შაბტაიმ მომხდარს უწოდა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები