წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ განაცხადა, რომ შემთხვევა მშობიარობიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხდა. მისი თქმით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. ვეფხვია ოდიშარია ამბობს, რომ სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
“თუ ვინმე დამნაშავე იქნება ყველა პასუხს აგებს“,-განაცხადა ვეფხვია ოდიშარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.