LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში მშობიარობის დროს ქალი გარდაიცვალა – ოჯახი ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს

122

მშობიარობის დროს გარდაცვლილი ნონა ტატანაშვილის ოჯახი ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს. გარდაცვლილის ოჯახი კასპის საავადმყოფო „მედალფას” ექიმების დასჯას ითხოვს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ოჯახისთვის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მათი თქმით, მშობიარეს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.

„არანაირი პრობლემები ჩემს შვილს არ ჰქონდა ორსულობის პერიოდში. პირველ საათზე შეიყვანეთ და ოთხ საათზე უკვე გარდაცვლილი იყო. როდესაც შემიყვანეს, უკვე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ექსპერტიზა მიზეზებს დაადგენს. ჩემი შვილის სიკვდილში ექიმებს ვადანაშაულებ,” – აცხადებს გარდაცვლილის მამა, სოლომონ ტატანაშვილი.

კასპის საავადმყოფოში მომხდარს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები დილიდან იკვლევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები