LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედალფა“ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა – კლინიკაში მხოლოდ 3 კოვიდ-ინფიცირებული რჩება

91
143-IMG-2720(1)

ბათუმში კლინიკა „მედალფა“ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

გამოჯანმრთელებულებს შორის ერთ-ერთი 80 წლის მამაკაცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.

კლინიკაში ამჯერად, სულ სამი კოვიდ-ინფიცირებული რჩება, აქედან ერთი – 61 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს.

მას კორონავირუსი თბილისში დაუდასტურდა და ბათუმში გადაიყვანეს, რადგან ადგილობრივია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 280 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი კი, უარყოფითი მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები