LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წმინდა სამება” – პერის ჰილტონის, ბრიტნი სპირსისა და ლინდსი ლოჰანის საკულტო პაპარაცული ფოტოები 18 წლისაა

154
photo-collage.png (5)

პერის ჰილტონმა ქსელში საარქივო ფოტები გააზიარა, რომლებზეც ის ბრიტნი სპირსთან და ლინდსი ლოჰანთან ერთად არის აღბეჭდილი. სურათებზე, ისინი ავტომობილში სხედან. კადრები, რომლებიც საკულტოდაა აღიარებული და ხშირად ხუმრობენ, რომ იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ,,მონა ლიზა”, პაპარაცებმა 2006 წელს გადაიღეს.

რამდენიმე წლის წინ, ჰილტონმა გაიხსენა, რატომ აღმოჩნდა და რას განიხილავდა ერთად ვარსკვლავური ტრიო მანქანაში. მისი განმარტებით, მას და ბრიტნის წვეულებიდან წამოსვლა უნდოდათ, თუმცა ლინდსი ამის წინააღმდეგი იყო.

,,როცა მე და ბრიტნი ღამის კლუბიდან გამოვედით, ლინდსიც გამოგვყვა. ის გვარწმუნებდა, რომ სახლის ნაცვლად კიდევ ერთ კლუბში წავსულიყავით და მთელი ღამე გართობისთვის დაგვეთმო” – გაიხსენა ჰილტონმა.

პაპარაცული ფოტოების გადაღებიდან 26 ნოემბერს 18 წელი გავიდა, პერისმა კი მას სპეციალური პოსტი მიუძღვნა.

,,18 წლის წინ ამ დღეს, ეს ფოტო გახდა მომენტი, რომელმაც განსაზღვრა ეპოქა. წმინდა სამება” – დაწერა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები