LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 27 დეკემბერს გაიმართება

sinodi-1

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში 27 დეკემბერს გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომა წელს მეორედ გაიმართება.

სინოდის წევრები ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს და ის 12:00 საათზე დაიწყება.

„წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილება ეკლესიის წიაღში მიმდინარე საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის საეკლესიო საკითხების განხილვას,“ – განაცხადა მამა მიქაელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g