LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ გამოქვეყნდა სინოდის განჩინება ამ დრომდე?

143
andria

“გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თუ მათ არ დაგვიბრუნეს, ღმერთი მაინც დაგვიბრუნებს – როგორ წარმოუდგენიათ სინოდის წევრებს გარეჯის საკითხის მოგვარება

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ დღეს განარტა, სინოდის განჩინება დღის მეორე ნახევარში გახდებოდა ცნობილი, თუმცა ის ამდრომდე ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.

“გუშინდელი სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული და ორი საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე 1-2 საკითხი მოითხოვდა. ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა და დაზუსტდება ტექსტი, დღის მეორე ნახევარში აუცილებლად წაიკითხავენ”. – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

ვაქცინაცია არ განიხილება, როგორც ჩიპიზაცია: მეუფე ანტონი სინოდის სხდომაზე განხილულ საკითხებზე საუბრობს

შეგახსენებთ, სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განჩინება გუშინვე გამოცხადდებოდა, მაგრამ მისი გამოქვეყნება გუშინ გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები