ჯენიფერ ენისტონი ბოლო პერიოდის განმავლობაში პაპარაცების ობიექტივში არ მოხვედრილა, ამიტომ 54 წლის მსახიობის უკანასკნელმა გამოჩენამ დიდი ფურორი მოახდინა. ენისტონი ჯიმი ფელონის შოუში იყო მიწვეული, ის პაპარაცებმა ბევერლი- -ჰილსზე გადაიღეს. ამ დღეს ვარსკვლავს სხეულზე მომდგარი, ელეგანტური, შავი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან ამავე ფერის პალტო და ღია ფეხსაცმელი შეუხამა.
ფოტოების გავრცელების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში არაერთი კომენტარი გაკეთდა. ბევრი ფიქრობს, რომ ჯენიფერმა წონაში მოიმატა და ახლა ის ძალიან კარგად გამოიყურება.
ამ ორ ფოტოს შორის განსხვავება 23 წელია – ჯენიფერ ენისტონი 1999 წელს და ახლა