LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვნანობ კვერცხუჯრედები რომ არ გავყინე, ახლა ამ მატარებელი უკვე ჩაიარა – ჯენიფერ ენისტონი Allure-ის გარეკანზე პიკანტური ლუქებით და გულწრფელი ინტერვიუ

133
Untitledgfgfgf

53 წლის ჯენიფერ ენისტონმა Allure Magazine-ის დეკემბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა. მსახიობს საკმაოდ პიკანტური სამოსი აცვია. ერთ-ერთ ფოტოში ვარსკვლავს  „შანელის“  ბრა ამშვენებს, შავი კაბა, გულახდილი ჭრილით კი Camp-ის ბრენდისაა, რომლის ღირებულებაც 589 ევროა.

გამოცემასთან ინტერვიუში ენისტონმა დედობაზე ისაუბრა და საზოგადოებას ისიც გაუმხილა, რომ საოცრად ნანობს იმ ფაქტს, რომ მან კვერცხუჯრედები არ გაყინა.

„მე ვცდილობდი დაფეხმძიმებას, ეს რთული გზა იყო, კვლევები, ექოსკოპიები. მეუბნებოდნენ, გაყინე კვერცხუჯრედებიო, მე კი არ გავაკეთე ეს, ახლა კი ამას ვნანობ, ეს მატარებელი ჩავლილია. შევეგუე აზრს, რომ შვილი არასდროს მეყოლება. 30-40 წლის ასაკში ბევრი ცუდი გადავიტანე და რომ არა ეს რთული პერიოდი, ვერასდროს გავხდებოდი ის, ვინც ვარ“, – აცხადებს ენისტონი.

მსახიობმა ბრედ პიტთან განქორწინების შესახებაც ისაუბრა და უარყო ჭორები, თითქოს მათი განშორების მიზეზი ის იყო, რომ მას ქმრისთვის შვილების გაჩენა არ სურდა.

„დედობა გვიან არასდროს არის“ – 52 წლის ჯენიფერ ენისტონის თვალწარმტაცი ფოტოსესია და გულწრფელი ინტერვიუ

ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 100 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები