LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

World Press Photo-მ 2019 წლის გამარჯვებულები გამოაცხადა

444
pjimage

პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსის World Press Photo 2019-ის ლაურეატთა სია უკვე ცნობილია. საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა ნომინაციებში ავლენენ – “წლის ფოტო”, “წლის ისტორია”, “თანამედროვე პრობლემები”, “გარემოს დაცვა”, “ახალი ამბები”, “ბუნება”, “პორტრეტები” და სხვა.

 

ერთ-ერთი გამარჯვებული ფოტო სუდანში, ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს არის გადაღებული. ფოტოს ავტორი, ფრანგი იასუესი ჩიბა კენიაში ცხოვრობს.
ახალი მთავრობა პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ შეიქმნა. ალ-ბაშირი ქვეყნის სათავეში ათწლეულების განმავლობაში იყო.

 

ფრანგმა ფოტოგრაფმა რომელ როლენდომ თავის ფოტოსერიაში ის ალჟირელები ახალგაზრდები აღბეჭდა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკს 20-წლიანი მმართველობის შემდეგ დაუპირისპირდნენ. ბუტეფლიკი 2019 წლის აპრილში გადადგა.

ახალგაზრდები ალჟირის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ და იუნესკოს ანგარიშის მიხედვით, მათი 72% უმუშევარია.

 

რუსი ფოტოგრაფმა ნიკიტა ტერიოშინმა გამარჯვებული ფოტო აბუ-დაბის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო კონფერენციაზე გადაიღო, რომელიც თავდაცვის საკითხებს ეხება.

 

იტალიელი ფოტოგრაფი ლორენცო ტუნოლი კონკურსის გამარჯვებული ავღანეთის კონფლიქტის ამსახველი ფოტოთი გახდა. 2019 წელს ქვეყანაში თალიბების გავლენა გაიზარდა. მშვიდობისა და ეკონომიკის მოხსენებაში, რომელიც გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა, ავღანეთი ყველაზე “არამშვიდობიან ქვეყანად” დასახელდა.

 

ესტერ ხორვატის ფოტო კი არქტიკაში მეცნიერების საქმიანობას ეძღვნება და “პოლარულ ვარსკვლავთანაა” გადაღებული.

 

National Geographic-ის დავალებით ლუკა ლოკატელი იკვლევდა მთელი მსოფლიო მასშტაბით ფერმერები, მწარმოებლები და მთავრობები როგორ ნერგავენ ცირკულარულ ეკონომიკას.

 

ნიკოლა  ასფურმა ჰონგკონგში ანტისამთავრობო აქციის დროს გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა.

 

ალენ შრიოდერმა თავის ფოტოებში დედა-შვილი ორანგუტანგით გაიმარჯვა, რომლებიც მხოლოდ ორ კუნძულზე – სუმატრასა და ბორნეოზე ცხოვრობენ. დედა 74 ჭრილობით იპოვეს და ექიმებმა ძვლივს გადაარჩინეს. მას ადგილობრივებმა მაშინ ესროლეს, როდესაც ის მათი ბაღიდან ხილსა და ბოსტნეულს “იპარავდა”.

 

სომეხმა გოგონამ, ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ ჭამა, სმა, მოძრაობა და ლაპარაკი შეწყვიტა. ფოტოს ავტორი ტომეკ კაჩორია.

 

ჩრდილოეთ ერაყში დევნილი, იეზიდი ბიჭუნა. ავტორი – ადამ ფერგიუსონი.

 

2019 წლის თებერვალი – ალჟირი, აქციის მონაწილეები პრეზიდენტის, აბდელაზიზ ბუტეფლიკის გადადგომას ითხოვენ. ფოტოს ავტორი ფარუკ ბატიშია.

 

2019 წლის 10 მარტი, ეთიოპიის ავიახაზების ბოინგის ავიაკატასტროფა, რომელსაც 157 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა. მულუგეტა აიენეს ნამუშევარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g