სოფელ ნახშირღელეს მოსახლეობა ქუთაისის შემოვლითი გზის დაკეტვას აპროტესტებს. მოსახლეობის თქმით, ავტობანის გამო მათ სოფლებში შესასვლელი გზა დაიკეტა და დამატებით ასეულობით მეტრის გავლა უწევთ.
ადგილობრივების პროტესტს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, გოგი წულაია შეუერთდა და ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებელობის დაუსრულებლობა პერფორმანსით გააპროტესტა. მან სიმბოლურად გზაზე სამუშაოები განახორციელა და გზის გახსნა ამ ფორმით მოითხოვა.
„შემოვლითი გზა დღემდე ცალმხრივია, ხელისუფლებას კი, მაინც თავი მოაქვს გზების დაჩქარებული ტემპით მშენებლობით.დღეს პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისეთები ისაუბრეს, თავი ამერიკაში მეგონა, არადა, რეალობა სულ სხვაა. ამ მონაკვეთზეც ჩანს, როგორ მუშაობენ.
ეს გზაც უაზროდ არის დაპროექტებული და სოფლების – ნახშირღელესა და ზედა სიმონეთის მოსახლეობას დაბრკოლებას უქმნის და დამატებით კილომეტრების გავლა უწევთ.ქუთაისის გაუსაძლის მდგომარეობაშია, გამონაბოლქვის გამო ადამიანები ავადდებიან. ხომ შეიძლება მძიმე მანქანები მაინც აარიდონ ამ ქალაქს და შეცვალონ მდგომარეობა. ამასთან, არასწორად მოწყობილი ავტობანის გამო, მდგომარეობა გაურთულეს სოფლის მოსახლოებას გადაუკეტეს სოფელში შესასვლელი და ასეულობით მეტრის გავლა უწევთ. კეთილი ინებონ, გახსნან გზა და ადამიანებს ისედაც გართულებულ ცხოვრებას მეტად ნუ ურთულებენ„-განაცხადა გოგი წულაიამ.