“სად არის რიგგარეშე არჩევნები?! არ არის!… სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია?”, – ამ რიტორიკული შეკითხვით მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს დასმული შეკითხვების საპასუხოდ.
მან კრიტიკულად განწყობილ მედიას მიუსამძიმრა, რომ ღარიბაშვილი კვლავ ქვეყნის პრემიერმინისტრია, “ქართული ოცნება” კი – ხლისუფლებაში:
“სად არის რიგგარეშე არჩევნები?! არ არის!
სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია?! რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი?! რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, ამას გისამძიმრებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.