LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული” – მიხეილ სააკაშვილმა გენეტიკური ტესტი ჩაიტარა

943
41720311_303

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ გენეტიკური ტესტი ჩაიტარა. როგორც ის ამბობს, ტესტმა მისი ქართველობა დაადასტურა.

სააკაშვილის თქმით, მისი წინაპრები მხოლოდ ქართველები იყვნენ, თუმცა გენში მან ტრადიცია დაარღვია და ევროპელთან იქორწინა.

“წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”- ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი.ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას,მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.

არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.

აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით ? ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g