ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ლილოში მაღაზია დაიტბორა, თუმცა მაშველებმა წყლის ამოტუმბვა მალევე მოახერხეს. ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არსად ფიქსირდება.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ წვიმები დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.