ძლიერი წვიმის შედეგად ბრაზილიის შტატი პარა წყალდიდობას ებრძვის.
ადიდებულმა მდინარეებმა ქუჩები და შენობები დატბორა. 500-მდე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
სტიქიის გამო შეზღუდულია სატრანსპორტო გადაადგილება. წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.