ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მინერალური წყლის კომპანია „წყალი მარგებელს“ 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო.
კომპანიის მხარდაჭერა მოიცავს ენერგოაუდიტს, რომელიც საწარმოს დაეხმარა ინოვაციური ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოვლენასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, რის შემდეგაც მოხდება მათი ინტეგრაცია ახალი საწარმოს საპროექტო ნახაზებში.
პროექტის განხორციელების შემდეგ, „წყალი მარგებელი“ ენერგომოხმარებას 10%-ით შეამცირებს.
„ჩვენ გვახარებს ურთიერთობის გაგრძელება „მარგებელი ჯგუფთან“. ახალი კრედიტი კომპანიას მისცემს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებას, რაც გააუმჯობესებს მის ენერგოეფექტურობას. ყოველივე ეს გააძლიერებს კომპანიის კონკურენტუნარიანობას, როგორც საქართველოს, ისე რეგიონულ ბაზრებზე, უზრუნველყოფს მისი საქმიანობის მორგებას ევროკავშირის სტანდარტებზე, ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას ქვეყნის აგრობიზნეს სექტორში” – განაცხადა EBRD-ის დირექტორმა.
კომპანია ,,წყალი მარგებელი ’’„ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ წყაროს წყალს ასხამს.