გვიან ღამით წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა. დაღუპულია ორი ახალგაზრდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა შორის შელაპარაკება, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.