წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ. მიზეზი გზის ამ მონაკვეთზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვებია. წყალტუბოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლევან ჩაკვეტაძის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, გზის გასწვრივ, გარემოს დაბინძურების ფაქტებია.
წყალტუბოს მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ინიციატივის უახლოეს მომავალში განხორციელებას გეგმავს.
მაგისტრალზე 16 ვიდეოკამერის დამონტაჟებაა დაგეგმილი.