LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

172
1

წყალტუბოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა ორი დღის წინ, სოფელ ოფშკვითში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 33 წლის მამაკაცი, რომელიც ნათესავმა მოკლა.

გავრცელებული ცნობითვე, მკვლელობას, სავარაუდოდ, წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g